Sunday, November 29, 2009

პრეზენტაცია

საქართველოს ბუნებრივი საოცრებების სიმრავლე


1. პროექტის სახელი: საქართველოს ბუნებრივი საოცრებების სიმრავლე
2. პროექტის აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან საქართველოს ბუნებრივ საოცრებებს, სწავლობენ პირობით აღნიშვნებს, განიხილავენ მათ როგორც მღვიმეების, უფსკრულების, ხეობების, კანიონების, ჩანჩქერების სიმრავლეს.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს ბუნებრივი საოცრებების შესახებ,შეისწავლიან მათ გეოგრაფიულ მდებარეობას, შეაგროვებენ ფოტო და ვიდეო მასალას. მართალია, ყველა უნიკალურ ძეგლს ვერც მოიძიებენ მოსწავლეები, რადგან ასე მრავლად გვაქვს მიმოფანტული საქართველოში, მაგრამ სურვილი მაინც გაუჩნდებათ იმოგზაურონ ჩვენი სამშობლოს მთა-ბარში და ფოტო თუ ვიდეოკამერით აღბეჭდონ ის სილამაზე, რაც ბუნებას შეუქმნია, სამომავლოდ კი მათ მოვლა პატრონობაზეც იფიქრებენ.
4. მონაწილეთა ასაკი: 12-13 წლის
5. ვადები/ხანგრძლივობა: 4-5 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მოაწყობენ მათ მიერ მოპოვებული მონაცემების გამოფენას.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეადგენენ ფოტო ალბომს, მოაწყობენ გამოფენას, მოამზადებენ პლაკატებს, მოამზადებენ ვებ-გვერდს.
8. სასარგებლო სხვებისათვის: გაეცნობიან საოცრებებს,დააჯგუფებენ მათ გეოგრაფიული მდებარეობის , სიმაღლის, სიღრმის, სიგრძის, ფართობის მიხედვით.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სკოლებიდან: 124-ე საჯარო სკოლისა და დამოუკიდებელი საერო გიმნაზია ''შავნაბადას'' მოსწავლეები.
11. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები აგებენ დიაგრამებს. სიმრავლეთა გაერთანებებს, თანაკვეთასა და სხვაობას წარმოადგენენ ვენის დიაგრამებით.
12. პროექტის ფასილიტატორი: დალი ოდიშარია
13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: dalikoodisharia@gmail.com
14. პროექტის ფორუმი
15. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: http://saqsaoc.blogspot.com